შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა – ეს არის ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – მონობას ამჯობინებს

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო ს ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე „გორბის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – მონობას ამჯობინებს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა.
ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.
ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს – ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.
ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება – დღეს არის დიდგორი! გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ!

შალვა პაპუაშვილი – „ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს