FT: აშშ-ს კომპანია უკრაინას დრონებისთვის 33 000 ხელოვნური ინტელექტის სისტემას გაუგზავნის

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკულ-გერმანული პროგრამული საშუალებების კომპანია, Auterion რუსულ დრონებთან გასამკლავებლად ს დრონებისთვის ათეულობით ათას ხელოვნურ ინტელექტზე () დაფუძნებულ სისტემას გაუგზავნის.
Auterion-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორენც მეიერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია -ს პენტაგონთან ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინას 33 000 AI “დარტყმით სისტემას” წლის ბოლომდე მიაწვდის.
Financial Times-ს მეიერმა განუცხადა, რომ მისი კომპანიის პროგრამული საშუალება ს წინააღმდეგ უკრაინულ დრონებში უკვე გამოიყენება, თუმცა, მისი თქმით, ახალი ვალდებულება “მასშტაბით 10-ჯერ დიდია”.
“ასე რომ, ჩვენ აქამდე გაგზავნილი ათასობით გვაქვს და ახლა ათეულობით ათასს ვგზავნით,” თქვა ლორენცმა და დაამატა, რომ ასეთი მასშტაბი “უპრეცედენტოა.”
მეიერის თქმით, Auterion-ის “დარტყმით კომპლექტს” – რაც Skynode-ად წოდებულ მინიატიურულ კომპიუტერს წარმოადგენს, რომელიც კომპანიის პროგრამულ საშუალებაზე მუშაობს და კამერითა და რადიოთია აღჭურვილი – შეუძლია, ხელით მართული დრონი “თ მომუშავე სისტემად გარდაქმნას,” რომლის ჩახშობაც ვერ ხერხდება და მას მოძრავი სამიზნის ადევნება ერთი კილომეტრის სიშორეზე შეუძლია.
გამოცემის ცნობით, მანამდე Auterion-მა, რომლის სათავო ოფისიც აშშ-ს ვირჯინიის შტატში მდებარეობს, პენტაგონისგან უკრაინაში ხსენებული სისტემების გასაგზავნად $50-მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა. მეიერის თქმით, ხელშეკრულება უკრაინისადმი აშშ-ს მთავრობის სამხედრო დახმარების ნაწილია. მან ასევე განმარტა, რომ ეს კონტრაქტი არ შედის უკრაინის პრეზიდენტ ს მიერ გამოცხადებულ შეთანხმებაში, რომელიც ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად განიხილა.
თუმცა, მეიერმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების პიონერია. აღმასრულებელმა დირექტორმა დაამატა, რომ მისი კომპანია არ ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს იმას, რაც უკვე უკრაინაშია.
“მათ არაჩვეულებრივი დრონების ინდუსტრია აქვთ. ჩვენ წვლილის შეტანა ისეთ რაღაცებში გვსურს, რაც მათ ჯერ არ აქვთ და რაც უფრო პროგრამულად განსაზღვრულ ომზეა ორიენტირებული.” – განმარტა მან.
მეიერმა ასევე განაცხადა, რომ Austerion-ის პროგრამული საშუალება “ომში მომდევნო ევოლუციის” საშუალებას მოგვცემს, რათა ავტონომიური დრონების ხროვამ ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლონ.
tabula.ge