გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: “მტკიცე სული 2025” – ნატო მტკიცედ რეგიონში!

რა დარჩა სამხრეთ კავკასიაში საგან და რუსეთისთვის? შეიძლება თუ არა, ერთმა სამხედრო სწავლებამ ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბალანსი დაარღვიოს? და თუ კი, რა მიმართულებით?
“მტკიცე სული 2025“ – ნატოს მრავალეროვნული სწავლება საქართველოში –ზუსტად ასეთი მარკერია. სწავლება, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში ძალთა განაწილების აღქმა შეცვალა და ნათლად აჩვენა: ნატო დაბრუნდა, რუსეთის გავლენა რა თქმა უნდა არ გამქრალა, მაგრამ დაკნინების ფაზაშია.
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში, 10 ქვეყნის ორი ათასამდე სამხედრო, მათ შორის 800 ამერიკელი, ასევე ხაზგასასმელია უკრაინელები, საბრძოლო ვერტმფრენებითა და ჯავშანტექნიკით, 1 კვირის განმავლობაში გადიან საერთო წვრთნას.