კურტანიძე დააკავეს მას შემდეგ, რაც ყოფილმა ცოლმა ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი – ლუკა კურტანიძე დააკავეს მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
ლუკა კურტანიძის დაკავება ფორმულას -ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ის დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.
ლუკა კურტანიძეს ყოფილი ცოლი ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ლუკა კურტანიძე დღეს ქობულეთში, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელდა დაპირისპირების ვიდეო-კადრებიც.