მედია: ნეიტრალიტეტის ეპოქა მთავრდება? ავსტრიაში, ათწლეულების შემდეგ NATO-ს წევრობაზე ალაპარაკდნენ

ნეიტრალიტეტის ეპოქა მთავრდება? ავსტრიაში, ათწლეულების შემდეგ NATO-ს წევრობაზე ალაპარაკდნენ.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეატე მაინლ-რაიზინგერის თქმით, ვენა მზად არის განიხილოს NATO-ში წევრობა და უარი თქვას ნეიტრალიტეტზე.
მიზეზი რუსეთის მიერ სულ უფრო მზარდი აგრესიული საგარეო პოლიტიკაა.
“ნეიტრალიტეტი არ არის სრული თავდაცვის და რაც მთავარია – ხელშეუხებლობის გარანტია. ავსტრია ვალდებულია ყავდეს არათუ საკუთარი ძლიერი ჯარი, ასევე რეალური მოკავშირეები.” – აცხადებს რაიზინგერი.
“ჯერჯერობით არც პარლამენტში და არც მოსახლეობაში არაა უმრავლესობა NATO-ს წევრობის საკითხზე. მაგრამ თვითონ განხილვების აუცილებლობის დრო უკვე დამდგარია.” – ამბობს მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე