აქტივისტებმა სასტუმროსთან, სადაც რუსი სპორტსმენები არიან განთავსებულები, აქცია გამართეს და რუსეთის დროშა დაწვეს (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტები ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “საბურთალოსთან” არიან შეკრებულები. სწორედ აქ ისვენებენ სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები. საუბარია პუტინთან დაახლოებულ სპორტსმენებზე, რომელთაგანაც ორი მოქმედი სამხედრო ოფიცერია და უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. ისინი თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპინატში მონაწილეობენ.

მოქალაქეებს მიტანილი აქვთ ბანერები – “ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ, ანწუხელიძე უკვდავია!” დემონსტრანტებმა ადგილზე დაწვეს ს დროშაც.