გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადებას მივესალმები

ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადებას მივესალმები, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ტომ ფლეტჩერი აცხადებს.
„ადგილზე მყოფ ჩვენს გუნდებთან კონტაქტი გვაქვს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ რაც შეიძლება მეტ მშიერ ადამიანამდე მიაღწიოს“, – წერს ტომ ფლეტჩერი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში უკვე შევიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ