დიმიტრი პესკოვი – სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა

სანქტ-პეტერბურგში ს საზღვაო ძალების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ზოგადი სიტუაციითა და უსაფრთხოებით არის განპირობებული, რაც ყველაფერზე მაღლა დგას“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთში საზღვაო ძალების დღე ყოველწლიურად ივლისის ბოლო კვირას აღინიშნება.
საზღვაო აღლუმის გაუქმების მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი, დღეს სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების წვრთნების მიმდინარეობას გაეცნო.