სამოქალაქო აქტივისტები ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “საბურთალოსთან” არიან შეკრებულები. სწორედ აქ ისვენებენ სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები. საუბარია პუტინთან დაახლოებულ სპორტსმენებზე, რომელთაგანაც ორი მოქმედი სამხედრო ოფიცერია და უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. ისინი თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპინატში მონაწილეობენ.
მოქალაქეებს მიტანილი აქვთ ბანერები – “ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ, ანწუხელიძე უკვდავია!” დემონსტრანტებმა ადგილზე დაწვეს რუსეთის დროშაც.
მოგეხსენებათ, ამ ქვეყანას ისე არაფერი ღუპავს, როგორც კოლაბორანტი, კონფრომისტი და მოღალატე ადამიანები. სწორედ ასე გამოიყურებიან დღეს ამ სასტუმროს წარმომადგენლები, დაცვა, რომელიც, სხვათაშორის, არც თუ ისე დიდ ანაზღაურებას იღებს და ფექვეშ გაეგნენ არა მოფარიკავეებს და სპორტის წარმომადგენლებს, არამედ, საქმე იმაშია, რომ ესენი გახლავთ ჩინის მქონე რუსი სამხედროები, რომლებიც პუტინთან არიან აფილირებულები და თქვენ ნახავთ აქ უამრავ პლაკატს სწორედ იმის მტკიცებად, რომ ისინი არა რუსი მოფარიკავეები და სპორტსმენები, არამედ ისინი არიან სამხედრო ჩინის მქონე პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი გმირების ლიკვიდაციაში, მათ შორის ანწუხელიძის წამებაში, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მვკელობაში. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების ადგილი ლეგიტიმურად არ არის აქ. ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ და ისინი დღეს რომ აქ არიან, სწორედ იმ რუსული მთავრობის დამსახურებაა, რომლებმაც მათ უმასინძლეს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ რუსულ რელსებზე გადაიყვანეს ქვეყანა და ის კომფრომისტი ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ხდება აქტიისტების რადიკალური ქმედებების გამო, არი, რატომ ხდება ეს ყველაფერი: ჩამოჰყავთ რუსული ჩინის მქონე სამხედროები და ფაქტობრივად, უზურპაციას ახდენენ მთლიანი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის. რას აკეთებენ აქ, როცა ჩვენ დე ფაქტო ურთიერღიბები გვაქვს რუსეთთანდ ა არადე იურე, სამხედრო ჩინის წარმომადგენლები რომელ სპორტში იღებენ მონაწილეობას?, – ამბობს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის პაარალელურად, დილიდან აქციებია თბილისში. რუსების დღევანდელი დილა ხმაურით და ფოერვერკებით დაიწყო, გაგრძელდა სპორტის სასახლეში აქციიით და ახლა სასტუმროთი სრულდება.
