აშშ-ის მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა

მიჩიგანის შტატში, ქალაქ ტრავერს სიტიში მდებარე Walmart-ში კაცი მყიდველებს ცივი იარაღით დაესხა თავს. მან დანით 11 ადამიანი დაჭა, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.
42 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ადგილობრივია, პოლიციამ მალევე დააკავა. შერიფის ინფორმაციით, თავდასხმა შერჩევითი არ ყოფილა და თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
დაჭრილთა შორის არიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. რამდენიმე მათგანს ახლა ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
მიჩიგანის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინციდენტი დაგმეს და დაშავებულებს თანაგრძნობა გამოუცხადეს.