ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა – რა ხდება თურქეთში

თურქეთში, მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ანტალიის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა და ქალაქ ბურსას საცხოვრებელ უბნებს მიაღწია. რამდენიმე ათასი ადამიანი ევაკუირებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს
ხანძრები ასევე დაფიქსირდა ქარაბუქის, უშაკის და ქაჰრამანმარაშის პროვინციებში. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება.
თურქეთის ხელისუფლებამ ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავები, სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ძალები გამოიყვანა. მაშველებს შორის არის მსხვერპლი: 10 ადამიანი დაიღუპა.
ბურსას პროვინციის ქალაქ ორჰანელიში ტყის ხანძარი 10-საათიანი ბრძოლის შემდეგ კონტროლს დაექვემდებარა. მეხანძრე-მაშველები მუშაობას აქტიურად განაგრძობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს