ლევან ხაბეიშვილი – გუშინ ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო – თუ ფულს მიუტანს ბიძინას – თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს

ჩემი ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო – თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას – თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც ემუქრება.
„ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაკავებულია, მისი ახლო ნათესავი დაკავებულია. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი მოადგილე, ახლო ნათესავი [დააკავეს]. როგორც ბრიფინგზე თქვეს, მისი ნათესავი „ალაგებდა“, მაგრამ „ალაგებდა“ ბურჭულაძის სახელით, მისი სახელით იპარავდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ეს ყულფი დავიწროვდა და ცხადია მასაც ემუქრება დაკავება. ჩემი ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან „კუში“ უნდა მიიტანოს ბიძინასთან და ერთადერთ შემთხვევაში იყიდის თავისუფლებას თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას და თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება