ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და “ქართული ოცნების” რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა

ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და “ქართული ოცნების” რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა
ამჯერად ტყუილის გამავრცელებლად გირჩი ჯაფარიძე მოგვევლინა, რომელიც ამბობს, რომ საითაც არ გაიხედავ და ჩაიხედავ ყველგან ა, მოდი გავიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ რომ არსად რუსეთი არ არის, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გავრცელებულ წერილს.
ჩიხელიძის თქმით, “ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და “ქართული ოცნების” რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა”.
„პრემიერ მინისტრმა ირაკლი მ, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება არასერიოზული, რადგან არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რაც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებს, მიუხედავად ფაქტობრივი შეუსაბამობისა, ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ქართული ოცნების რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა!
ამჯერად ტყუილის გამავრცელებლად გირჩი ჯაფარიძე მოგვევლინა, რომელიც ამბობს, რომ საითაც არ გაიხედავ და ჩაიხედავ ყველგან რუსეთია, მოდი გავიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ რომ არსად რუსეთი არ არის! საქართველო უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს! არ გვაქვს რუსეთთან პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა, არცერთ დონეზე არ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, გარდა ეკონომიკურისა (რუსეთთან ეკონომიკური კავშირი ასევე აქვს ევროპის ქვეყნებს -ს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ.) საქართველო უერთდება ყველა იმ რეზოლუციას რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც საქართველოს რუსეთისგან დისტანცირებას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას ადასტურებს, გირჩისთვის ეროვნული პოლიტიკა უკანალის ჩვენება და შარვლის ჩახდაა. ქართული ოცნებისთვის კი ეროვნული პოლიტიკა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განმტკიცება არის! რაც არც რუსეთის და არც დასავლეთის მონობას არ გულისხმობს!“- წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ბავშვობაში მოუყვნენ “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”, თავად რომ წაეკითხა, უფრო კარგად გადაიღებდა დეტექტიური ჟანრის სიუჟეტებს და შედეგიც მისი პოლიტიკური დამკვეთებისთვისაც მეტად ეფექტური იქნებოდა

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს