ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა

ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მიზნით ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.
„ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ასევე, ღაზაში უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფს, რათა გაერო-მ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეძლონ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება