ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კგ) ფინალური შეხვედრა თურქ მოწინააღმდეგე მეჰმეთ უნალთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.