2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 8.9 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 37.2 ათასი დოლარი გადაიხადა

მიმდინარე წელს ქვეყანაში კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 8.9 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 37.2 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-ივნისში კი ქვეყანაში 59.9 ტონა კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა. კლება 60%-ია.
2025 წლის 6 თვეში საქართველოში კრევეტების იმპორტი სულ სამი ბაზრიდან დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი ა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:
· უკრაინა – 8.0 ტონა – 30.8 ათასი დოლარი;
· ბელარუსი – 0.8 ტონა – 4.9 ათასი დოლარი;
· ბელგია – 0.2 ტონა – 1.6 ათასი დოლარი;
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოში 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განხორციელდა.