2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ყაზახეთში ექსპორტზე 414 029.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 354 286.5 ათასი დოლარის. შესაბამისად ყაზახეთში ექსპორტი 17%-ითაა გაზრდილი. ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.მასზე ყაზახეთში განხორციელებული ექსპორტის 85%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:
· მსუბუქი ავტომობილები – 353 220.3 ათასი დოლარი;
· მინერალური და მტკნარი წყლები – 15 608.3 ათასი დოლარი;
· წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 12 089.4 ათასი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 5 200.7 ათასი დოლარი;
· ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები – 3 106.5 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ყაზახეთიდან იმპორტს, ზრდა 48%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ყაზახეთიდან 42 870.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 29 050.3 ათასი დოლარის. ყაზახეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ხორბალი და მესლინია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:
· ხორბალი და მესლინი – 15 628.4
· საშუალებები თმებისათვის – 2 595.6
· ფეროშენადნობები – 2 397.1
· ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა – 1 248.4
