უსახლკაროთა პროგრამა პირველმა კახი კალაძემ აამუშავა და ოპოზიციის სოციალური მანიპულაციები ამ დიდ საქმეს ვერ გადაფარავს

„იყო გაჭირვებული, არ ნიშნავს იყო პროვოკატორი და თავმოყვარეობა ოპოზიციას უსარგებლო ტყუილებზე გაუცვალო,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც თვალჭრელიძის ქეჩაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისივე თქმით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მეპატრონის კორპუსში შეჭრილი ხალხის გამოსახლების პროცესი, ოპოზიციამ სათავისოდ გამოიყენა და ორი დღეა მათივე ტელევიზიების მთავარი თემაა.
„იყო გაჭირვებული, არ ნიშნავს იყო პროვოკატორი და თავმოყვარეობა ოპოზიციას უსარგებლო ტყუილებზე გაუცვალო. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მეპატრონის კორპუსში შეჭრილი ხალხის გამოსახლების პროცესს, რომელიც ოპოზიციამ საუკეთესოდ გამოიყენა და ორი დღეა თემა არ მოუხსნია მათივე ტელევიზიებიდან. ბუნებრივია, ყველა მოსახლეზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ზოგიერთის ტყუილს რომ თბილისის მერია ღიად ამხელდა, ეს ცხადი იყო, გამოქვეყნდა კიდეც მერიისგან რეალური ინფორმაცია.
მოსახლეობის კეთილსინდისიერებასთან და არაკეთილსინდისიერებასთანაც ხშირად მქონია შეხება სოციალურ პოლიტიკაზე მუშაობისას მთელი ამ წლების განმავლობაში. დაკვირვებული ვარ, ვისაც მართლა უჭირს და ღირსეულია, ის მოკრძალებულად იქცევა, ბევრი კი სიმულაციებს და პოლიტიკურ ჟანტაჟს მიმართავს. მაგალითად, 2013 წელს, როდესაც სახელმწიფო დემოგრაფიულ პროგრამაზე დავიწყეთ მუშაობა, ერთ-ერთ ინიციატივად განიხილებოდა უსახლკარო მრავალშვილიანთა საცხოვრისით დაკმაყოფილება. ეს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი და სულ ცოტა ხანში შევიტყვეთ, რომ ამ ბენეფიტის მიმღები ოჯახების ნაწილმა ბინების გადაფორმება დაიწყო სხვის სახელზე. ამან ინიციატივის განხილვაც კი შეაჩერა.
პირველი იყო საქართველოში, ვინც უსახლკაროთა პროგრამის ამუშავება დაიწყო და ეს არის უდიდესი შვება ამ ოჯახებისთვის. გარდა სიკეთისა, ეს ნამდვილად იძლევა მოსახლეობისგან პოზიტიურ უკუკავშირს და სწორედ ეს აღელვებს ოპოზიციას. ამიტომ დაძრწიან და ცდილობენ დეზინფორმაციით ნეგატიური განწყობების შექმნას ხალხში, თუმცა, უშედეგოდ, სიმართლე არ იმალება.
რაც შეეხება უსახლკაროთა პრობლემას, ეს ნამდვილად დიდი ტკივილი და განსაცდელია ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ პოლიტიკაში ბევრი გაკეთდა, გაჭირვებულნი ჯერ კიდევ გვყვანან და ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო ყველაზე იზრუნებს. ოჯახების კეთილდღეობაზე მორგებული კიდევ ბევრი პროგრამის განხორციელება მოხერხდება მომავალშიც,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ „ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ან თელავის სრულფასოვან საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბება არა მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ ეკონომიკურ გააქტიურებასაც გამოიწვევს

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით