მასკმა 2022 წელს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა უკრაინის შეტევის დროს – Reuters

2022 წლის სექტემბერში მილიარდერმა ილონ მასკმა გასცა Starlink-ის კავშირგაბმულობის გათიშვის ბრძანება, უკრაინის მხრიდან წარმოებული კონტრშეტევის ადგილებში. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, წყაროებზე დაყრდნობით.
Starlink-ი არის სატელიტური საინტერნეტო სერვისი, რომლითაც მასკი ომის დაწყების პერიოდში ს ეხმარებოდა ბრძოლის ველზე კავშირის შენარჩუნებაში.
სააგენტოს წყაროები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო მასკის შეშფოთება, რომ უკრაინის შეტევას შესაძლოა ს მხრიდან ატომური პასუხის პროვოცირება მოეხდინა.
უკრაინელი სამხედროების თქმით, კავშირის უეცარი გათიშვის გამო უკრაინელმა მეომრებმა ვერ შეძლეს ალყაში მოექციათ რუსეთის ძალები პოზიციები ქალაქ ბერისლავში, რომელიც ხერსონიდან აღმოსავლეთით მდებარეობს.
საბოლოოდ, უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდა ბერისლავის, ხერსონის და რუსეთის მხრიდან დაკავებული დამატებითი ტერიტორიის დაბრუნებაში. მაგრამ მასკის ეს ბრძანება – რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა – არის პირველი ცნობილი შემთხვევა, როცა მილიარდერმა Starlink-ი გათიშა ბრძოლის ველის თავზე, კონფლიქტის დროს. სააგენტოს მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო Starlink-ის ზოგიერთი თანამშრომლისთვის.
ეს ცნობები ეწინააღმდეგება თავად მასკის მიერ გავრცელებულ ნარატივს იმაზე, თუ როგორ ამუშავებდა ის Starlink-ის სერვისს უკრაინის ომში. “ასეთ რაღაცას არასდროს გავაკეთებდით”, – წერდა მასკი ჯერ კიდევ მარტში სოციალური მედიის თავის პლატფორმაზე X.
კომპანია SpaceX-ის წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ ცნობა, რომელსაც სააგენტო აქვეყნებს, “არ არის ზუსტი” და ჟურნალისტებს ურჩია გაეცნონ კომპანიის მხრიდან მიმდინარე წელს X-ით გამოქვეყნებულ განცხადებას – რომ “Starlink-ი ბოლომდე უერთგულებს უკრაინისთვის სერვისის მიწოდებას”. Reuters-ი წერს, რომ ამ პირმა არ დააკონკრეტა, მაინც რა უზუსტობაა ცნობაში და არც კითხვების ვრცელ ჩამონათვალს უპასუხა ინციდენტის თაობაზე.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ კომენტარის თაობაზე თხოვნას არ გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტი, და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
Starlink-ი კვლავ აწვდის სერვისს უკრაინას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმდინარე წელს საჯაროდ გადაუხადა მადლობა მასკს Starlink-ისთვის.
ილონ მასკის ბიოგრაფიაში – რომლის ავტორიც უოლტერ აიზეკსონია – ვკითხულობთ, რომ 2022 წელს მილიარდერმა Starlink-ის გათიშვის საიდუმლო ბრძანება გასცა რუსეთის მიერ ანექსირებული ს სიახლოვეს – რათა უკრაინას არ მისცემოდა საშუალება დრონებით თავდასხმა განეხორციელებინა შავ ზღვაზე განთავსებულ რუსეთის ფლოტზე, სევასტოპოლში. აიზეკსონის თანახმად, ბიზნესმენმა თავისი კომპანიის ინჟინრებს კავშირის გაწყვეტა დაავალა შეშფოთების გამო, რომ რუსეთის არმიას შესაძლოა პასუხად შავი ზღვის ფლოტზე მიეტანა მასშტაბური ბირთვული იერიში.
ამ ცნობის პასუხად მასკმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის არ შეუზღუდავს Starlink-ზე წვდომა ყირიმის რაიონში, ვინაიდან ეს სერვისი ამ რეგიონში მოქმედებაში არ იყო.
radiotavisupleba.ge