უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ბერკეტები და კონტროლის საშუალებები არიან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ამ ინსტიტუტებს, ძველს თუ ახალს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ესენია ბანკოვას, ზელენსკის კონტროლის და იმ კოლოსალური თანხების გათეთრების ბერკეტები არიან, რომელიც უკრაინაში შემოდის, რათა ზოგიერთი მათგანი დაუბრუნდეს თავის წინა პოზიციებს, დასავლურ ბანკებს, ფონდებს და ა.შ.“, – აღნიშნა ზახაროვამ.
უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ არანაირი რეალური ბრძოლა არ მიმდინარეობს.
„არანაირი რეალური ან თუნდაც „კვაზი“, კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან მიახლოებული – არანაირი მსგავსი პროცესი უკრაინაში არ მომხდარა და არც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
