მოქალაქეების პროტესტს ზელენსკი ალტერნატიული კანონპროექტით პასუხობს

საზოგადოებრივი პროტესტის პასუხად უკრაინის პრეზიდენტი გამოდის ახალი კანონპროექტის ინიციატივით, რომელმაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს. ს განმარტებით, მისი მიზანი უცვლელი იქნება, ახალმა მიდგომებმა ანტიკორუფციულ სტრუქტურებში რუსული გავლენა უნდა აღმოფხვრას.
ამასთან ცნობილია, რომ სადავო კანონის ირგვლივ უკრაინის ლიდერთან სასაუბროდ ემზადება საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან იმ ანტიკორუფციული ბიუროების ირგვლივ მიღებული კანონმდებლობის განხილვას გეგმავენ, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა და ბრიუსელის კრიტიკა გამოიწვია.
კერძოდ, საუბარია ქვეყნის ორი მთავარი ანტიკორუფციული უწყების დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე და მათი გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში გადასვლაზე. ბერლინსა და პარიზში არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად როდის იგეგმება ლიდერებს შორის საუბარი.
ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან რადაში მიღებული ამ კანონის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. კანონის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელ ინსტიტუციებს შეასუსტებს.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, კანონი რუსული გავლენისგან ორგანოების გათავისუფლებას ემსახურება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ ხალხის წუხილის გაანალიზების შემდეგ გეგმავს უმაღლეს რადას შესთავაზოს კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ინსტიტუციების დამოუკიდებლობის გარანტია იქნება.
„ახლახან დავამტკიცე კანონპროექტის ტექსტი, რომელიც ს გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ტექსტი კარგად დაბალანსებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, რუსეთთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.
მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უკრაინელის პოზიციას პატივი ვცეთ და მადლიერები ვიყოთ ყველასი, ვინც ს მხარს უჭერს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატების ნაწილმა დაარეგისტრირა ალტერნატიული კანონპროექტიც, რომელმაც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა უნდა დაუბრუნოს.
euronewsgeorgia.com