ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი -ს პრეზიდენტის სა და საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის შეხვედრაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს აუდიენცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიურ რელსებზე გადასვლის დასტურია.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მაღალი დონის ეს შეხვედრა შოკის მომგვრელი იქნება ქართველი რადიკალებისა და საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის.
„ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის, შეხვედრაზე იყო შეთანხმებული კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც მიჰყვება ორივე მხარე – ამერიკულიც და ქართულიც.
მე მწამს და ამას ყველა დავინახავთ, რომ ალბათ ელდა ეცა ახლა ოპოზიციას, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ შედის. მეტიც, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესს სცდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

10-15 ახალგაზრდა ნაცი იყო მეტეხის ეკლესიასთან. მესანთლე ქალს ამოუტრიალეს გინებით ყველაფერი. ამ ქალს გამოესარჩლა ორი ბიჭი, გამოვარდნენ ნაცები და ტიტუშკები დაგვესხნენო. დავალება აქვთ, უსაზიზღრესად მოიქცნენ და ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სხვა ახსნა არ აქვს!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი