მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა, რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს

მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მადლობა მას გულწრფელობისთვის! – ასე ეხმიანება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე კალათბურთელ, გიორგი ცინცაძის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე უარის თქმას.
ჩიმაკაძე იხსენებს ცინცაძის განვლილ კარიერას და აცხადებს, რომ ის „ცსკა“ მოსკოვსა და „სამარაში“ თამაშობდა, ორივე მათგანი კი რუსული არმიული გუნდებია.
„მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მადლობა მას გულწრფელობისთვის!
მისი კარიერის ისტორია:
ცსკა მოსკოვი
სამარა
ეტყობა გერმანულ ცსკა მოსკოვში და ფრანგულ სამარაში თამაშობდა. შეგახსენებთ რომ ცსკაც და სამარაც რუსული არმიული გუნდებია,“- წერს ჩიმაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში