კოალიცია ცვლილებისთვის: რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ქართული ოცნების დეზინფორმაცია.
ელენე ხოშტარიამ დაგმო ქართული ოცნების, კერძოდ, კახა კალაძის განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის მიმართ და თქვა, რომ “რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან პარტნიორების წინაშე”.
“მინდა, სრულად დავგმო კალაძის, ასევე ს მსახურის, სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის ელჩის მიმართ, საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის.