„მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა“ – როგორია ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, 8-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს, რომლითაც მისი თქმით, გამარჯვების მიღწევაა შესაძლებელი.
„8-პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით – გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.
ძალა ერთობაშია!
გამარჯვების 8 -პუნქტიანი გეგმა:
· ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ. ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და საერთო ბრენდის ქვეშ;
· ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე. თუ კონსესუსი ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით; მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის;
· სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას. მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ქოცი;
· ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას. კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ – თბილისში და რეგიონებში; მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში) მინიმუმ მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია; აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებების და კოორდინაციისთვის;
· ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას. ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი“; გადამწყვეტი შეტევა შესაძლოა იყოს 4 ოქტომბერს;
· ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს;
· უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას. სხვა ბევრი ნაბიჯები გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.
· ვანიშნინებთ ახალ არჩევნებს. ვაიძულებთ ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო სამართლიანი წესებით; ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.