ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმაზე – ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია

ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ ზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსულმა ლოჯისტიკამ, რუსულმა აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება. ჩვენი დრონების სიზუსტე, უკრაინის ყოველდღიური რეაგირება – ეს ერთ-ერთი იმ არგუმენტია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობასთან“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, რუსებმა კომბინირებული დარტყმა განახორციელეს და უკრაინას დრონებით და რაკეტებით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, შეუტიეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.