აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის მიგრაციული პოლიტიკა. შოტლანდიაში ჩასულ ტრამპს ჟურნალისტებმა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც პრეზიდენტმა მათ უპასუხა: „გირჩევნიათ, ერთობლივად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა აღარ გექნებათ“.
შოტლანდიაში ჩასულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მკვეთრად გააკრიტიკა ქარის ენერგეტიკის მასშტაბებიც . გლაზგოს პრესტვიკის აეროპორტში Air Force One-ს დაშვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კონტინენტისთვის ორი გზავნილი ჰქონდა.
„ეს იმიგრაცია ანადგურებს ევროპას“ და თუ ევროპა არ შეაჩერებს ამ „საშინელ შემოჭრას“, ევროპა აღარ იარსებებს. „და მეორე რამ: შეაჩერეთ ქარის ტურბინები“, ისინი „ანადგურებენ თქვენი ქვეყნის სილამაზეს“, „ანადგურებენ თქვენს ულამაზეს მინდვრებსა და ხეობებს და კლავენ თქვენს ფრინველებს“, ისინი ასევე აზიანებენ ოკეანეებს,” – თქვა მან.
ტრამპმა ისიც თქვა, რომ ქარის შოტლანდიას პირდაპირ ანადგურებს.
„გააჩერეთ ქარის ტურბინები, ისინი ანადგურებს თქვენს ქვეყანას, თქვენს მშვენიერ მთებსა და ხეობებს, ხოცავს ჩიტებს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 2019 წელს, „ტრამპ ინთერნეიშენალმა“ წააგო ხანგრძლივი სასამართლო დავა, გაეჩერებინა მსხვილი ქარის ენერგიის ტურბინების მშენებლობა ჩრდილოეთის ზღვაში, აბერდინის სიახლოვეს, სადაც მისი ერთ-ერთი გოლფის კურორტი მდებარეობს. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ პროექტი, რომელიც 11 ქარის ტურბინას მოიცავდა, გააფუჭებდა ხედს მისი კურორტიდან.
