ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.75%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 73.55 გირვანქა სტერლინგია.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.62%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 48.35 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 0.92%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 21.15 გირვანქა სტერლინგია.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3.61 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.66 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 985 მილიონ გირვანქა სტერლინგია.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 58.86%-ით გაიზარდა, “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 51.09%-ითაა გაზრდილი, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ღირებულება ბოლო 6 თვის განმავლობაში მომატებულია 76.25%-ით.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart
