ვაშაძე საპატიმროდან “ქართული ოცნების” დამარცხების 8-პუნქტიან გეგმაზე საუბრობს

“ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მ ციხიდან ფორმულას ეთერში, მის მიერ ჩამოყალიბებულ, 8-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა.
ვაშაძე ამბობს, რომ აღნიშნულ გეგმას განსახილველად ყველა შესაბამის მხარეს წარუდგენს.
ამასთანავე მან დასძინა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.
“დღეს უკვე აღარ დგას საკითხი, თუ რატომ უნდა წავიდეს “ქართული ოცნება”. საზოგადოება უკვე შეთანხმებულია ამაზე, რომ “ოცნება” უნდა წავიდეს. დღეს მთავარი აქცენტია იმაზეა, თუ როგორ უნდა გავიუსტუმროთ ისინი, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ გავიმარჯვოთ, რა არის ამისთვის მკაფიო გზა. შესაბამისად, ჩემი დოკუმენტის მცდელობა იყო ამ მკაფიოობის შეტანა სამოქმედო გეგმაში.
ჩამოვაყალიბე 8-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ვთავაზობ დისკუსიისთვის ყველა მხარეს.
პირველი: დაქსაქსული ერთიანიობა გამარჯვებას ვერ მოიტანს. ჩვენ გვჭირდება ის გაერთიანება, რომელიც გააერთიანებს მთლიან პროდასავლურ, პროევროპულ, პატრიოტულ ფლანგს, რომელიც იქნება ერთმუშტად შეკრული, მძლავრი ძალა. ზუსტად ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთი ბრენდი, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალიზმით, სამი კომპონენტისგან შემდგარი გაერთიანება: პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და . ამ სამის ერთობა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მაქსიმალური, კონსოლიდირებული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არ არის უბრალოდ კოორდინაცია, ეს არის ერთობა, რომელიც აცხადებს, რომ გამარჯვებამდე ერთად მივდივართ – საპარლამენტო იქნება ეს, თუ ნებისმისმიერი სხვა გადაწყვეტილება.
მეორე საკითხი: ერთიანობის ჩამოყალიბებისთვის, უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილების მიღების წესზე. რა თქნა უნდა, კონსესუსით გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს პრიორიტეტი. თუ ეს ასე არ მოხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ ერთიანობაში ვქმნით პარიტეტულ-წარმომადგენლობის საბჭოს, სადაც უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, იმას უნდა დაეთანხმოს ყველა და სავალდებულო უნდა იყოს გადაწყვეტილება ყველასთვის. თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც რომ გვქონოდა ეს მექანიზმი, ვფიქრობ, ამ პრობლემებს, რაც დღეს გვაქვს, თავიდან ავირიდებდით.
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი – სად შეიძლება მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება? ვფიქრობ, რომ ამ ერთიანობას შეუძლია პირველივე სოციოლოგიურ კვლევაში აჩვენოს, რომ არის პირველ ადგილზე. ამის მე მწამს, უბრალოდ, ამას კონსოლიდაცია სჭირდება. ამის მაჩვენებლი კვლევა მთლანად განწყობის შემცვლელი იქნება საზოგადოებაში – სრულიად ახალ, მუხტს, რწმენას, ნდობას მოიტანს ჩვენს მიმართ.
მეოთხე: ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას ყველა მიმართულებით. ჩვენი მიზანია სპეციალურ აპლიკაციაში, შეტყობინების სისტემაში, დავარეგისტრიროთ 300 000-დან 500 000-მდე ადამიანი. ჩვენ ამ სისტემას გამოვიყენებთ გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ასევე ჩართულობისთვის, სწრაფი შეტყობინებისთვის.
მეხუთე: ამ ყოველივეს შემდეგ ნიშნავს საერთო ეროვნულ შეკრებას, ანუ გადამწყვეტ შეკრებაზე გადავდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასეთ გაერთიანებას ვაჩვენებთ, შევძლებთ მილიონი ქართველის კონსოლიდაციას, რომ გამოვიდნენ. შეიძლება ეს იყოს 4 ოქტომბერს, რაც ბუნებრივი თარიღია.
მეექვსე: ვაახლებთ მოთხოვნებს ამ შეკრებასთან ერთად – იქნება ეს დროებითი მთავრობა, თუ სხვა მოთხოვნები. ამაზე ჯერ შესათანხმებელი ვართ. უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები – ეს ჩვენი ძალიან მკაფიო მოთხოვნაა.
მეშვიდე პუნქტი ეხება იმას, თუ რა ხდება უარის შემთხვევაში. ასეთ დროს გადავდივართ სრულიად სხვა რეჟიმში. ეს ნიშნავს სრულ ართანამშრომლობას თვითმარქვია რეჟიმთან, გაშლილ, ფართომასშტაბიან წინააღმდეგობას. ართანამშრომლობის ფორმაზე ბევრი გვაქვს ნაფიქრი. ეს შეიძლება იყოს, რომ არ ვიხდით გადასახადებს, საჯარო სექტორი გადადის საყოველთაო წინააღმდეგობაში და ა.შ. მთავარია კონსოლიდაცია და ამ დიდი ძალის ჩვენება.
ჩვენი საბოლოო პუნქტია, რომ ვანიშნინებთ არჩევნებს – გადავდივართ საერთო ბრენდით, სახელით საბოლოო საარჩევნო კამპანიაზე. ეს არჩევნები იქნება ახალი წესებით, ჩვენი წესებით, რომელშიც ჩვენ ვიმარჯვებთ და ვთავისუფლდებით რეჟიმისგან.
მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს გზაა სწორი. ამ გეგმას ვთავაზობ საზოგადოებას – ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ საფინალო ხაზი. ანუ როდის არის საფინალო შეტევა იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. გამარჯვებას დაქსაქსულობით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოვიპოვებთ”, – თქვა ვაშაძემ ფორმულას ეთერში.