“ზელენსკის გულშემატკივარი ვარ,ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა” – პრეზიდენტის განცხადება

“ზელენსკის გულშემატკივარი ვარ,ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა” – პრეზიდენტის განცხადება
ვფიქ­რობ, რომ ზო­გა­დად, და­სავ­ლე­თი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტი, [რო­მე­ლიც სხვა სფე­რო­დან იყო] სას­ცე­ნო სფე­რო­დან, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წევ­და და ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მოჩ­ნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპი­რო­ბო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა „LCI-სთან“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტავს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ომის პი­რო­ბებ­შიც კი, და­ყო­ფი­ლი არ არის.

„უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და, რაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ [რუ­სეთს]. თა­ვი­დან ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს [ომი] გრძელ­ვა­დი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, რომ ეს ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­ნებ­დე­ბო­და. სწო­რედ ამას ფიქ­რობ­და პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი, რომ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ნევ­რი კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ტან­კე­ბის რი­გით ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნებ­და. რა­ღაც მო­მენ­ტში ამე­რი­კე­ლე­ბიც ასე ფიქ­რობ­დნენ, შეს­თა­ვა­ზეს რა მას [ზე­ლენ­სკის] გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ვფიქ­რობ, რომ ზო­გა­დად, და­სავ­ლე­თი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტი, [რო­მე­ლიც სხვა სფე­რო­დან იყო] სას­ცე­ნო სფე­რო­დან, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წევ­და და ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მოჩ­ნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპი­რო­ბო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, რად­გან ვიცი, რომ მსგავს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი დარ­ტყმის ქვე­შაა, გა­დაც­დო­მე­ბის გა­რე­შე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­სა­წე­ვად რამ­ხე­ლა ტემ­პე­რა­მენ­ტია სა­ჭი­რო. მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შიგ­ნით არ არის და­ყო­ფი­ლი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ჩვენს დროს, მე ვსა­უბ­რობ ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია, შე­მიძ­ლია შე­ვა­და­რო. ამ ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რთულ მო­მენ­ტებ­ში, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია“,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია

„ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია