რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება სურს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, -სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს.
„ამ კვირაში ძალისხმევას გავწევთ იმისთვის, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები სამჯერ გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, მეორე – 2 ივნისს, მესამე კი – 23 ივლისს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება