გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევით ცენტრში გაიმართა, ფუტკრის პარაზიტის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პრობლემის მართვისთვის ერთობლივი და კომპლექსური მოქმედების აუცილებლობას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები.
Previous: მძიმე საყურებელი იყო, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს და აყურებინებდნენ მშობლების ისტერიკას

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს