ვიქტორ ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთს გაანადგურებს, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა

უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებშია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სრული წევრობის ნაცვლად ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრუქტურირებული, სახელშეკრულებო სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ჩამოყალიბდეს.
ორბანის მტკიცებით, ომში მყოფი ქვეყნის მიღება ევროკავშირში ომის იმპორტირებას ნიშნავს, უნგრეთს კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქცევს.
„ეს უნგრეთს გაანადგურებს. უამრავი უნგრელი დაიღუპება, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა“, – აღნიშნა ორბანბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…