საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებს ავსებს – ბანკმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 879.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს. ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.0 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივნისის მდგომარეობით 4.7 მლრდ დოლარს შეადგენს.
2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი დოლარი
· აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
· მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
· ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
·
·
სებ-ში აცხადებენ,მ რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტია. ,,სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.”- აცხადებენ სებ-ში
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.