უკრაინის ქალაქებში ანტიკორუფციულ ორგანოებთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკრაინის ქალაქებში სამიდღეა გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საპროტესტო აქციები 22 ივლისს დაიწყო. დემონტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ვეტო დაედოს ანტიკორუფციული ორგანოების – ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის – უფლებამოსილებების შემცირების შესახებ კანონს.
საპროტესტო აქციები გაიმართა კიევში, როვნოში, ლვოვში, ტერნოპილში, დნეპრში, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებში.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის ჩხრეკა ჩაატარა.
მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებიან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. 22 ივლისის საღამოს ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემდეგ უკრაინის ბევრ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს