“ჩვენი საუბრის თემა, ცხადია, შეეხებოდა სააკაშვილს” – ენმ-ის ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები -ის საელჩოში ახალ ელჩს რობინ დანიგანს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულასთან ისაუბრა მთავარ საკითხებზე, რაც იქ განიხილეს.
მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო . ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს უნდა მიეცეს საშუალება “მინიმალურ შეჯიბრში” მაინც მიიღოს მონაწილეობა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად უჭერენ მხარს ქართველ ხალხს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ღიად, დეკლარირებული პოზიციაა, რომ ქართველი ხალხის მიტოვებას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ოკუპანტის წინააღმდეგ, ქვეყანაში არადემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ არ აპირებენ და ამერიკელებიც, მათ შორის ჩვენი სხვა პარტნიორებიც არიან ქართველი ხალხის გვერდით.
ჩვენი საუბრის თემა, ცხადია, შეეხებოდა – ვერ გავექცეოდით ამ თემას – პრეზიდენტ სააკაშვილს. იმ პირობებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის ტყვეობაში და გვინდა, რომ მოვემზადოთ სთვის, შემდეგ ვთქვათ, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურია და ეს ადამიანი ციხეშია, ასე არ გამოვა. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მინიმალურ შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა – ეს იყო ერთი პრიორიტეტული საკითხი”, – განაცხადა მან.
ხაბეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია სანქცირების საკითხი და ყველა აგენტი, ვინც “სამშობლოს” ღალატობს, უნდა დასანქცირდეს. მისი თქმით, ამ მიმართულებით პარტნიორების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხაბეიშვილმა, ასევე, მოუწოდა ოპოზიციას, რომ გაერთიანდნენ, სამი