ჯოზეფ ბორელი – მკაცრად დავგმე ირანში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა და ირანში მომხდარი ძლიერი აფეთქებების შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
„სამძიმარი გამოვთქვი კერმანში მომხდარი საშინელი დაბომბვის გამო, რამაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. მკაცრად დავგმე ეს ტერორისტული თავდასხმა და ირანელ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადე,” – აცხადებს ბორელი.
შეგახსენებთ, გუშინ, ირანის ელიტური “ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა