„თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დავაკავეთ – შსს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია – ამის შესახებ Bm.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 178-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ძარცვას გულისხმობს.
ცნობისთვის, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ