მედია: შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა

შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SVT-ი ავრცელებს.

ყინვების გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსალოდნელია შეფერხებები ელექტრომომარაგებასა და მობილურ კომუნიკაციებში.

ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა შვედეთის მეზობელ ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ილივიესკაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა