დონალდ ტუსკი: ევროპა რუსული აგრესიის სამიზნეა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროპა, რუსული აგრესიის სამიზნეა, ამიტომ მთლიანად კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობასთან შეიქმნება უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც იმუშავებს პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, „განსაკუთრებით საჰაერო სივრცის“ და „აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე მოკავშირეების მონაწილეობით“.

„რუსეთის ეკონომიკა უკვე გადავიდა სამხედრო შეიარაღების სისტემაზე და ევროპა გაცილებით ჩამორჩება“, – დასძინა ტუსკმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა