მასობრივი სარაკეტო იერიშები უკრაინაზე | პარტნიორების გამოხმაურებები და ზელენსკის მოწოდება დასავლეთს

რუსეთის მასირებული საჰაერო-სარაკეტო იერიში უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე მსოფლიო პროტესტს ამძაფრებს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლურ სამყაროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოფხიზლებისა და შესაბამისი რეაგირებისკენ. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი დროულ დახმარებას მოითხოვს, რომელიც ს შესაძლებლობას მისცემს წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს. ბოლო დღეებში რუსულმა არმიამ ასობით რაკეტა გაუშვა უკრაინული ობიექტების მისამართით და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.