NATO მოკავშირეების საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად “პატრიოტის” 1000 რაკეტას შეიძენს

NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტო მხარს დაუჭერს და დაეხმარება მოკავშირეებს, შეისყიდონ 1000-მდე “პატრიოტის” რაკეტა, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და ესპანეთს მათი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის წინააღმდეგ ს ომის ფონზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
კონტრაქტი გააფართოებს რაკეტების ევროპულ წარმოებას, გაზრდის მიწოდებას და უზრუნველყოფს მოკავშირეთა მარაგების შევსებას.
“მივესალმებით მოკავშირეების დროულ განცხადებას ინვესტიციის შესახებ… ეს ინვესტიცია აჩვენებს ტრანსატლანტიკური თავდაცვის თანამშრომლობის სიძლიერეს და ნატოს ვალდებულებას ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ქალაქებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საჰაერო თავდაცვა. საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის საკვანძოა.” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
პროექტის ღირებულება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ნატოს მოკავშირეებმა ასევე მიაწოდეს პატრიოტის სისტემები ს და მზად არიან გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა.