მოსკოვმა და კიევმა ექვსი თვის განმავლობაში პირველად გაცვალეს სამხედრო ტყვეები

უკრაინამ ს ტყვეობიდან 230 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა. რუსეთი კი აცხადებს, რომ უკრაინის ტყვეობიდან 248 რუსი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა.
ტყვეების გაცვლას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და „აზოვსტალს” იცავდა“, – წერს ზელენსკი.
ექვსი თვის განმავლობაში ტყვეების პირველ გაცვლას „რთული მოლაპარაკების პროცესის“ შედეგი უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც თავის ცნობაში აცხადებს, რომ ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროს შუამავლობით მოხდა.
ბოლოს კიევსა და მოსკოვს შორის დიდი რაოდენობით ტყვეების გაცვლა 7 აგვისტოს მოხდა. შემდგომში მხარეები მოლაპარაკების საბოტაჟში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედრეობს შორის ამჟამად 5 ქართველი მოხალისეც იმყოფება. სულ ბოლოს რუსეთის ტყვეობაში გასული წლის ნოემბერს ინტერნაციონალური ლეგიონის ქართველ მოხალისეები – გიორგი შუბითიძე (რუსული მედიის თანახმად ჩუბითიძე) და გიორგი გოგლიძე, ჩავარდნენ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში