რუსეთის ტყვეობიდან 230 მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მათგან 213 ჯარისკაცი, 11 ოფიცერი და 6 უბრალო მოქალაქეა. ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც ტყვეების გათავისუფლებაში მონაწილეობდა:
“ჩვენი ხალხი სახლშია. დღეს ჩვენ დავიბრუნეთ 200-ზე მეტი მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ტყვეობიდან. ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, საზღვაო ძალებიდან და მესაზღვრეები. ზოგიერთი დამცველი მარიუპოლსა და აზოვსტალში იბრძოდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენს ხალხს სახლში აბრუნებს. მადლობელი ვარ ჩვენი მცველების. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავიბრუნოთ ყველა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.” – წერს ზელენსკი.
Our people are home. Today, we returned over 200 warriors and civilians from Russian captivity.
Soldiers, sergeants, and officers. Armed Forces, National Guard, Navy, and Border Guards. Some of the defenders fought in Mariupol and Azovstal.
I thank everyone who, despite all… pic.twitter.com/h9D5bNQPhc— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 3, 2024