თბილისში, ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მძარცველმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დაშავებული არავინაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია