საშინელება მოხდა. მთელი მუნიციპალიტეტი გლოვობს – ვინ არის ბაღდადში, კაშხალზე დაღუპული ახალგაზრდა

უბედური შემთხვევა ბაღდათში – სოფელ როკითში, კაშხალზე ახალგაზრდა დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი კაშხალთან ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა. დაღუპული კაცი გიორგი ვაჭარაძეა.
“ანკესით თევზაობდა კაშხალთან და დენი გადასულა და ეს საშინელება მოხდა. მთელი მუნიციპალიტეტი გლოვობს”, – ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს