ნიდერლანდების საგარეო მინისტრი – ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, – ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპერ ველდკამპი უკრაინაში მიღებულ კანონს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ზღუდავს.
კასპერ ველდკამპის თქმით, უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება.
„ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კანონის უზენაესობის სფეროში პროგრესის გაგრძელება მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, – წერს ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას