პოლონეთმა თავის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დატოვონ რუსეთი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომელშიც რუსეთში მყოფ ყველა პოლონელ ტურისტსა და მოქალაქეს ურჩევს, დატოვონ .
ამის მიზეზებად უწყება, პირველ რიგში, ში რუსეთის ომს ასახელებს. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტას და უცხოურ ბარათებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეზღუდვებს რუსეთში და პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციონირების კრიტიკულად შეზღუდულ შესაძლებლობას.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო რუსეთში ყველანაირი მოგზაურობის წინააღმდეგ რეკომენდაციას გასცემს.
რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის მიმდინარე შემცირების გამო, პოლონეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარება სულ უფრო იზღუდება. შესაძლოა მოქალაქეებს ძალიან შორს მდებარე საკონსულო ოფისებამდე მგზავრობა მოუწიოთ.
უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

IMF – საქართველოს ეკონომიკამ, შიდა და გეოპოლიტიკური გამოწვევევის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა – პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა შეამციროს ინვესტიციები, ტურიზმსა და ლარზე ზეწოლა მოახდინოს