როგორია გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა-დედა, მარინა რამაზაშვილი ტვ პირამბობს, რომ მას საკუთარ შვილთან კომუნიკაცია აუკრძალეს და მხოლოდ ადვოკატებისგან გადმოცემით იცის შვილის შესახებ ინფორმაცია.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, გიორგი ეტლით გადაადგილდება, -ამბობს პატიმრის დედა.
მას თავზე აქვს ნაკერები, ასევე ნაკბენები, ადვოკატი მეუბნება, ასე თუ შეეძლო ადამიანს კბენა, ვერ წარმოვიდგენდიო, რა თქმა უნდა, არანაირი ფოტო მასალა არ მინახავს, არც კამერების ჩანაწერები გასაჯაროვებულა, არც მაქვს იმედი, რომ მაჩვენებს ვინმე. ან როგორ გაასაჯაროვებენ, იქ ხომ ყველაფერი ნათლად იქნება, გიორგი ხომ არ შეუვარდა?- ამბობს ის.
