მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში “ახალი წლის დღეები” გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში “ახალი წლის დღეები” გრძელდება. საზეიმო ღონისძიებები 2 საათზე დაიწყო ახალციხეში, ყაზბეგში, ხულოსა და წყალტუბოშიც. დამონტაჟდა სცენა, მოეწყო საშობაო სოფელი, სანტას კუთხე და დაიდგა თემატური დეკორაციები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.
გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბავშვების განწყობაზე კი ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. საზეიმო ღონისძიებები ყველა რეგიონში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა-კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
საახალწლო დღესასწაული კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას